მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე მტკიცებილებების გამოკვლევას დაიწყებს.

დღევანდელ სხდომაზე ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე ბრალდებული ოთხი სრულწლოვანი დაიკითხება.

„დაცვის მხარე იწყებს მტკიცებულებების გამოკვლევას. ჩემთვის ცნობილია, რომ მათ დააყენეს მოთხოვნა სასამართლოში სრულწლოვანი ბრალდებულების გამოძახების შესახებ. რამდენი სრულწლოვანი ბრალდებული დაიკითხება, ჯერ არ არის ცნობილი. თითოეულ ბრალდებულს, გარდა არჩილ გაგნიძისა, უკვე დაფიქსირებული აქვს პოზიცია, რომ არ აპირებენ ჩვენების მიცემას. ზოგიერთი მათგანი იყენებს დუმილის უფლებას, ნაწილმა განაცხადა, რომ თავიანთი საქმის განხილვისას მისცემენ ჩვენებას. ბრალდების მხარე ვარაუდობს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება“, – განაცხადა პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე წარმოებად გამოყო. მათგან ოთხს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება, ხოლო ორს გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.

დატოვე კომენტარი