ადვოკატი - ვინც არასრულწლოვნების საქმეზე პროცესებს ესწრება, დაინახა, რომ ჩვენებები შეცვლილია
ადვოკატი - ვინც არასრულწლოვნების საქმეზე პროცესებს ესწრება, დაინახა, რომ ჩვენებები შეცვლილია

ყველამ, ვინც პროცესებს ესწრება, დაინახა, რომ ჩვენებები შეცვლილია, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

უფლებადამცველის თქმით, საქმეზე ჩვენებების შესაძლო შეცვლაში ახლა უკვე დაზარალებული ზაზა სარალიძეც დარწმუნდა.

მისი თქმით, დაცვის მხარეს ამ დრომდე არ აქვს ნივთიერი მტკიცებულებები, რათა რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზა ჩაატაროს.

„დაზარალებულმა დაინახა, რომ აბსოლუტურად ყველა პირმა კატეგორიულად შეცვალა გამოძიებაში მიცემული ჩვენება. დაცვის მხარის პოზიციაც მსგავსია. პროკურორი არ აღიარებს, რომ საქმე არ არის გამოძიებული. ყველამ, ვინც ესწრება პროცესებს დაინახა, რომ ჩვენებები შეცვლილია.

თავის დროზე უნდა ჩატარებულიყო სრულყოფილი გამოძიება. საგამოძიებო ორგანომ თავის დროზე დაასრულა გამოძიება და ახლა უკვე რა უნდა შეიცვალოს. ჩვენ უამრავი ექსპერტიზა გვაქვს დანიშნული, ასევე იმაზე, თუ რამდენი დანა არის გამოყენებული. ბრალდების მხარის არც ერთი უტყუარი მტკიცებულება არ აჩვენებს დანების რაოდენობას. ჩვენი ექსპერტიზა გასცემს ამ კითხვას პასუხს, მაგრამ ამისათვის ნივთიერი მტკიცებულებების გადმოცემა გვსურს“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს კონფლიქტის მონაწილე არასრულწლოვანს დაკითხავენ.

​2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი არასრულწლოვანი. მათ ბრალად ედებათ წინასწარ შეცნობით, განზრახ მკვლელობა ჯგუფურად.