არასრულწლოვნების დაჭრის საქმეზე ერთ-ერთი მოზარდის გამოკითხვა მიმდინარეობს
არასრულწლოვნების დაჭრის საქმეზე ერთ-ერთი მოზარდის გამოკითხვა მიმდინარეობს

არასრულწლოვნების დაჭრის საქმეზე ერთ-ერთი მოზარდის გამოკითხვა მიმდინარეობს. ადვოკატის თქმით,  მოზარდი  შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და ერთ-ერთი დაჭრილი მომხდარის შემდეგ სწორედ მან მიიყვანა კლინიკაში. გამოკითხვა ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძისა და მოზარდის დედის თანდასწრებით მიმდინარეობს.

“ჯერ მას ოფიციალურად ჩვენება არ აქვს მიცემული და სამართალდამცავმა ორგანოებმა არ იციან  კონკრეტულად რა შემხებლობა აქვს ამ პირს მომხდართან. როდესაც ჩვენებას დავაფიქსირებთ, იგივე ინფორმაციას დავაფიქსირებთ საჯაროდ. მას ხელზე აქვს მცირე დაზიანება მიყენებული, რაც გაშველების დროს მიიღო, სავარაუდოდ, ბასრი საგნითაა დაზიანება, “ აცხადებს ადვოკატი.

კითხვაზე, თუ ვის აშველებდა მოზარდი, ადვოკატი ამბობს, რომ თავის მეგობრებს და ასევე სხვა მისთვის უცნობ პირებს. რამდენი პირი იყო შემთხვევის დროს ადვოკატისთვის უცნობია. როგორც ადვოკატი ამბობს, დაჭრილები მისი მეგობრები არიან და ერთ-ერთი დაჭრილი მან მიიყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, 35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე გუშინ საღამოს წითელ ბაღის ტერიტორიაზე დაჭრეს. მოზარდები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ორივე დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაჭრილი საფეხბურთო კლუბ „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.