უნგრეთის ჩემპიონატში “ბალმაზუივაროში“ მძიმე სატურნირო მდგომარეობაშია – ქართველების გუნდი გავარდნის რეალური კანდიდატია.
ბოლო ტურში “ბალმაზუივაროში“ მესამეადგილოსან “დებრეცენს” უმასპინძლა – მატჩის რომლის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
მასპინძლებმა მშვენიერი მატჩი ჩაატარეს და ძლიერ მეტოქეს 4:0 მოუგეს. გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი ბაჩანა არაბულმაც შეიტანა, რომელმაც მეტოქის კარი 89-ე წუთზე აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4:0.
ეს მიმდინარე სეზონში ქართველი თავდამსხმელის გატანილი მეათე გოლი იყო. არაბულმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ისევე როგორც ირაკლი მაისურაძემ და ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა. ლაშა შინდაგორიძე კი ტრავმირებულია და კიდევ ოთხ თვეს ვერ ითამაშებს.
“ბალმაზუივაროშმა“ 32 ქულა დააგროვა, ბოლოსწინა მეთერთმეტე ადგილზეა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დარჩენილ ორ შეხვედრაში ექვსი ქულის დაგროვება სჭირდება.