გოლი მოედანზე შესვლიდან 31 წამში - ზივზივაძემ უნგრეთში ეფექტურად გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გოლი მოედანზე შესვლიდან 31 წამში - ზივზივაძემ უნგრეთში ეფექტურად გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის ჩემპიონატში ბუდუ ზივზივაძემ მორიგი გოლი გაიტანა. ეს 31-ე ტურის შეხვედრაში მოხდა, სადაც მისი გუნდი, „ფეჰერვარი“ ბუდაპეშტში მტკ-ს ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა. 

მატჩი „ფეჰერვარისთვის“ თასის ფინალამდე გენერალური რეპეტიცია იყო – მაისს გუნდი უნგრეთის თასისთვის ფინალში გიორგი ბერიძის „უიპეშტს“ შეეცილება. ანგარიში მე-18 წუთზე ნემანია ნიკოლიჩმა ანგარიში გახსნა და დიდი ხნის განმავლობაში ასეთი ანგარიში იყო. 65-ე წუთზე მასპინძლები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ, რადგან მათი მოთამაშე სებასტიან ერერა გარდონა მეორე ყვითელი ბარათისთვის მოედნიდან გააძევეს.

ბუდუ ზივზივაძე მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა და ზუსტად 31 წამში საოცარი გოლი გაიტანა – მოედნის ცენტრთან ბურთი მიიღო და მეტოქეს ეფექტური ფინტით გაცდა, კართან მიახლოებულმა მცველიც ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და ბურთი კარის შორეულ კუთხეში ჩაახვია.

ქართველის გოლის შემდეგ „ფეჰერვარი“ უპირატესობა 82-ე წუთზე ლეს ჰურიმ გაზარდა. 89-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში მტკ-ს მოთამაშე ტიაგო ფერეირამ დააფიქსირა – 1:3 „ფეჰერვარის“ სასარგებლოდ.

მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ 30 შეხვედრაში რვა გოლი გაიტანა, ხოლო უნგრეთის თასის ჩათვლით სულ ანგარიშზე 11 გოლი აქვს. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი კი 13 გოლით ნემანია ნიკოლიჩია.