რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების განცხადებით, ზვიად კუპრავა დაკავებულია.
მათივე ინფორმაციით, კუპრავას დაკავება ცოტა ხნის წინ მოხდა და მასთან ერთად აქციის რამდენიმე მონაწილეც დააკავეს.
ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა ზაზა სარალიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ინფორმაციის გადასამოწმებლად სახალხო დამცველს დაუკავშირდება.
პირველი არხი ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროში გადამოწმებას ცდილობს.