ანტონ გერაშენკო - 14 წელი შესრულდა, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, დასავლეთმა მაშინ სათანადო რეაგირება არ მოახდინა, რუსეთი დაუსჯელი დარჩა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო „ტვიტერზე“ აგვისტოს ომის შესახებ წერს.
მისი თქმით, რუსეთი დაუსჯელი დარჩა.
„დღეს შესრულდა 14 წელი მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა და მოახდინა საქართველოს ნაწილის ოკუპირება. რუსეთი კვლავ არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დასავლეთმა მაშინ საქართველოში შეჭრაზე სათანადო რეაგირება არ მოახდინა. რუსეთი დაუსჯელი დარჩა“, – წერს გერაშენკო.