ანტონ გერაშენკო - რუსულ საოკუპაციო ძალებს ქარხნის ტერიტორიაზე მიწისქვეშა საიდუმლო გზები „აზოვსტალის“ ყოფილმა თანამშრომელმა აჩვენა
ანტონ გერაშენკო - რუსულ საოკუპაციო ძალებს ქარხნის ტერიტორიაზე მიწისქვეშა საიდუმლო გზები „აზოვსტალის“ ყოფილმა თანამშრომელმა აჩვენა

აზოვსტალის“ ყოფილმა თანამშრომელმა რუსულ საოკუპაციო ძალებს ქარხნის ტერიტორიაზე მიწისქვეშა საიდუმლო გზები აჩვენა, რის შემდეგაც ოკუპანტები გვირაბების შტურმით აღებას ცდილობენ, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა.

გერაშენკოს თქმით, ყოფილი თანამშრომელი ელექტრიკოსია, რომელმაც ეს მიწისქვეშა გვირაბები მიასწავლა. შს მინისტრის თქმით, ზუსტად ამის გამო, მოსკოვიდან მარიუპოლში ჩავიდა რუსი პროპაგანდისტი ვლადიმირ სალავიოვი, რომელსაც უნდა გადაეღო რუსი სამხედროების „გამარჯვება“. თუმცა, გერაშენკოს თქმით, მებრძოლები ქარხანას იცავენ.