ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა, პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა, რომ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა, პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა, რომ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი

ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა, პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის 14-წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

პრემიერის თქმით, მათ გაწირეს ქვეყანა, ხალხი და სამხედროები.

„ეს იყო სააკაშვილისა და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და გაწირეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაციული შეკითხვები, მინდა გთხოვოთ, რომ პატივი მიაგოთ გარდაცვლილი გმირების ხსოვნას“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.