ანტონ გერაშენკო – 14 წელი შესრულდა, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, დასავლეთმა მაშინ სათანადო რეაგირება არ მოახდინა, რუსეთი დაუსჯელი დარჩა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო „ტვიტერზე“ აგვისტოს ომის შესახებ წერს.
მისი თქმით, რუსეთი დაუსჯელი დარჩა.
„დღეს შესრულდა 14 წელი მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა და მოახდინა საქართველოს ნაწილის ოკუპირება. რუსეთი კვლავ არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დასავლეთმა მაშინ საქართველოში შეჭრაზე სათანადო რეაგირება არ მოახდინა. რუსეთი დაუსჯელი დარჩა“, – წერს გერაშენკო.
Today marks 14 years since Russia invaded and occupied part of Georgia. Russia still does not comply with ceasefire agreement, – Georgian Foreign Affairs Ministry.
The West did not react properly to the invasion of Georgia then. Russia remained unpunished.
🎥: @manchokiknadze_ pic.twitter.com/AdgcKuD115
— Anton Gerashchenko (@Gerashchenko_en) August 8, 2022