ანტონ გერაშენკო ​ - ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით „ისკანდერის“ რაკეტები მას შემდეგ გაუშვეს, რაც უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ განაცხადა
ანტონ გერაშენკო ​ - ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით „ისკანდერის“ რაკეტები მას შემდეგ გაუშვეს, რაც უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ განაცხადა

ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით „ისკანდერის“ რაკეტები მას შემდეგ გაუშვეს, რაც უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ განაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს.

„ისკანდერები უკრაინის წინააღმდეგ მოზირის ახლო ტერიტორიიდან გაუშვეს. ეს ნიშნავს, რომ მათ სადღაც სიკვდილი მიიტანეს… ასე რომ, ასეთი ცეცხლის შეწყვეტა გვაქვს?“, – წერს გერაშენკო სოციალურ ქსელში.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი რაკეტის ფრენის ამსახველ ვიდეოსაც აქვეყნებს.