ანი წითლიძე - მინდა, ისევ მივმართო ხელისუფლებას, გადაიყვანონ სააკაშვილი სამკურნალოდ, არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, მხნედ ვარ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ვიდრე მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
წითლიძე კიდევ ერთხელ მიმართავს ხელისუფლებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
„პირველ რიგში, მინდა, შობა მივულოცო ყველას. დღეს არის დღე, როდესაც დაიბადა ქრისტე, რომელიც შემდეგ ჯვარს ეცვა თითოეული ჩვენგანის ცოდვების გამო, რომელმაც გვითხრა, გიყვარდეს მტერი შენი და სიკეთე უქენი შენს მოძულეებს. ჩემი შიმშილობის მეთერთმეტე დღეს, მინდა, ისევ მივმართო ხელისუფლებას და ყველას, ვისაც შეუძლიათ, გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი სამკურნალოდ. არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, ვაგრძელებ და ვარ მხნედ“, – განაცხადა წითლიძემ.