ნოდარ ტურძელაძე ანი წითლიძეს - ორპირები და ცრუები რომ ხართ, აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა არ გაძლევთ ხმას და არ განდობთ ჩვენი ქვეყნის მართვას
ნოდარ ტურძელაძე ანი წითლიძეს - ორპირები და ცრუები რომ ხართ, აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა არ გაძლევთ ხმას და არ განდობთ ჩვენი ქვეყნის მართვას

ქალბატონო ანა, ხალხი უკვე დიდი ხანია, თქვენ აღარ გეკითხებათ, თუ ვის უნდა ებაროს და ვინ უნდა მართოს ქვეყნის ბედი. ეს არის რეალობა, რასაც უნდა შეეგუოთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნოდარ ტურძელაძემ განაცხადა.

„თქვენ, თქვენი გუნდი, კოლექტიური ოპოზიცია საპატრიარქოს მოიხსენიებთ, როგორც საქართველოს მტერს, ჩვენს პატრიარქს. ჩვენ სხვა დამოკიდებულება გვაქვს. ასევე, თქვენ ცდილობთ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ჩემმა კოლეგებმა, ბატონმა პრემიერმაც აღნიშნა, რომელი ადამიანები დადიან ევროკავშირში და საუბრობენ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობისას ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს. ესეც არ არის თქვენი გადასაწყვეტი. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ასევე, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც ჯერ 2008 წელს ომის დაწყება ჩვენს ჯარისკაცებს დააბრალეთ, შემდეგ, რამდენიმე ხანში ქვეყნის პრეზიდენტი ჩაბრძანდა საზღვართან და რუსეთის მოქალაქეებს ეპატიებოდა. მაშინ თურმე ეს მისაღები და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის აუცილებელი ქმედება იყო, დღეს კი თურმე, როდესაც ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის სანქციებს არ ვუერთდებით, ახლა თურმე ქვეყნის ღალატია. ასეთი ორპირები და ცრუები რომ ხართ, აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა არ გაძლევთ ხმას და არ განდობთ ჩვენი ქვეყნის მართვას“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.