ანგელა მერკელი გერმანიაში თურქეთის პრეზიდენტის პატივსაცემად გამართულ წვეულებას არ დაესწრება
გერმანიის კანცლერი თურქეთის პრეზიდენტის პატივსაცემად დაგეგმილ წვეულებაში მონაწილეობას არ მიიღებს, ინფორმაციას ამის შესახებ Spiegel – ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, რთული სათქმელია, არის თუ არა ეს თურქეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული გზვნილი. როგორც წესი, კანცლერი ამ დონის ყველა წვეულებას ესწრება.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გერმანიაში 27-29 სექტემბერს ჩავა. სავარაუდოდ, წვეულებას არც საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება, რადგან მაგ დროისთვის ჰაიკო მაასი ნიუ-იორკში, გაერო-ს ასამბლეაზე იქნება.