„ანდროიდზე“ განახლებულ „ვოტსაპს“ ერთ-ერთი ყველაზე საჭირო მახასიათებელი ემატება
„ანდროიდის“ მომხმარებელთათვის „ვოტსაპის“ განახლება ვრცელდება, რომელიც უამრავი უხერხული შეცდომისგან დაგიცავთ.
მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სამესიჯო აპლიკაციას ამჟამად ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს — რთულია დაინახოთ, ვის უგზავნით ფოტოს.
კონკრეტულ პირთან შეტყობინების გაგზავნისას, გამგზავნი ხედავს მიმღების პროფილის ფოტოს მხოლოდ პატარა გამოსახულებას, რის გამოც საკმაოდ მარტივია, რომ შეტყობინება შეცდომით სულ სხვა ადამიანს გაუგზავნოთ.
ახალი მახასიათებლის წყალობით საკმაოდ მარტივად ჩანს, ვის უგზავნით ფოტოს — კონტაქტებში არსებული პირის პროფილის ფოტოს ქვეშ გამოჩნდება მისი სახელიც.
განახლებას მხოლოდ „ანდროიდის“ მომხმარებლები მიიღებენ, რადგან „აიფონის“ მომხმარებლებს iOS-ის ბოლო ვერსიაზე ეს მახასიათებელი უკვე აქვთ.
„ვოტსაპის“ მომხმარებლები სამესიჯო აპლიკაციის ისტორიაში ორ უდიდეს განახლებას მომავალი წლის დასაწყისშიც მიიღებენ.
პირველი მათგანი მოიცავს „ფეისბუკის“ მფლობელობაში არსებულ სხვა სამესიჯო აპლიკაციებთან — „ინსტაგრამთან“ და „მესენჯერთან“ შერწყმას.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთთან ჩატს მომხმარებლები მაინც შეძლებენ, მიუხედავად იმისა, რომელ ამ აპლიკაციას იყენებენ.
მეორე მნიშვნელოვანი განახლება იქნება „ფეისბუკის“ მიერ ახლახან დაანონსებული კრიპტოვალუტა „ლიბრას“ შემოღება „ვოტსაპისთვის“. მომხმარებლები გადარიცხვებს აპლიკაციის საშუალებით შეძლებენ.