დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - მოლოდინები დავით გარეჯის ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - მოლოდინები დავით გარეჯის ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური

შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ მოლოდინები დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„დილიდან გრძელდება კლდოვანი საფარის ნგრევა. მძიმე ტექნიკა, გაყვანის ნაცვლად, დაამატეს”, – წერს ჯაღმაიძე.

მისივე თქმით, გუშინ გაჩნდა მოლოდინი, რომ სამუშაოები შეწყდებოდა, დღევანდელი ინფორმაციით კი, აზერბაიჯანის მხარემ გზის გაყვანის სამუშაოები არ შეწყვიტა.