ირაკლი კობახიძე - დავით გარეჯთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების დამოკიდებულება მოღალატეობრივი რომ იყო, ეს ცალსახად ჩანს
ირაკლი კობახიძე - დავით გარეჯთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების დამოკიდებულება მოღალატეობრივი რომ იყო, ეს ცალსახად ჩანს

დავით გარეჯთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების დამოკიდებულება მოღალატეობრივი რომ იყო, ეს ცალსახად ჩანს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მიერ სასამართლოსთვის დღეს მიცემულ ჩვენებაზე, სადაც ნოღაიდელმა აღნიშნა: „უშიშროების საბჭოს სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარემ განუმარტა, რომ, ყველა დოკუმენტის მიხედვით, სადავო ტერიტორია აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა, საბჭოზე გადაწყვეტილებას მხოლოდ პრეზიდენტი იღებდა“.

როგორც კობახიძემ განაცხადა, ყველამ იცის, რეალურად როგორი იყო მაშინდელი ხელისუფლების პოზიცია დავით გარეჯთან დაკავშირებით.

„სინამდვილეში, ეს იყო მოღალატეობრივი პოზიცია. დეტალებში არ მინდა შევიდე. დანაშაულის ნიშნებიც თუ  გამოიკვეთება, ეს ჩემი საქმე არ არის, შეიძლება, შესაბამისმა უწყებებმა დაადგინონ, მაგრამ თავისთავად ის, რომ მოღალეტობრივი იყო მათ დამოკიდებულება გარეჯის მიმართ, ეს ცალსახად ჩანს“, – განაცხადა კობახიძემ.