ანდრია ჯაღმაიძე - მოვისმინეთ მიხაელ როთის სამარცხვინო განცხადება, სადაც ეკლესიას ძალიან ცუდად შეეხო, გამიჯნა ახალგაზრდობისგან, ნათელი მომავლისგან და თავად მისი ცხოვრების წესი ვიცით, რაც არის
ანდრია ჯაღმაიძე - მოვისმინეთ მიხაელ როთის სამარცხვინო განცხადება, სადაც ეკლესიას ძალიან ცუდად შეეხო, გამიჯნა ახალგაზრდობისგან, ნათელი მომავლისგან და თავად მისი ცხოვრების წესი ვიცით, რაც არის

კანონის შინაარსს არ შევეხები და არც შეფასებას დავიწყებ, უხერხულობას ქმნის ის იმპერატიული ტონი და ზეწოლა სახელმწიფოზე, რომელიც გარედან ისმის, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ეკლესიას ძალიან ცუდად შეეხო.

„მოვისმინეთ ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ როთის ძალიან სამარცხვინო განცხადება, სადაც შეეხო ეკლესიას ძალიან ცუდად, გამიჯნა ახალგაზრდობისგან, ნათელი მომავლისგან და თავად მისი ცხოვრების წესი ვიცით, რაც არის“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

14 მაისს რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებოდნენ და აქციის მონაწილეებს მიმართეს.

ამასთან, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ“.