ანჩისხატის ტაძარში რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს [ფოტო]
ანჩისხატის ტაძარში რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს [ფოტო]

ანჩისხატის ტაძარში მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, მწერლის რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

მწერლის ოჯახს მიუსამძიმრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, ასევე ხელოვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში 6 ივნისს გარდაიცვალა.

რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალავენ.