ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფ პირთა რაოდენობა შემცირდა
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფ პირთა რაოდენობა შემცირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კარანტინში მყოფ პირთა რაოდენობა შემცირდა.

დღევანდელი მონაცემებით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 87 პირი იმყოფება, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი – 30.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1998 პირზე.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 40 ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილება დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დამატებით ბიოლოგიურ მასალებს აიღებს.