ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 40 პირი იმყოფება, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი - 23
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 40 პირი იმყოფება, ხოლო რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 23 ადამიანი.
მათივე ცნობით, სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1853 პირზე.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 49 ნიმუში გამოიკვლიეს და კორონავირუსზე ყველა უარყოფითია.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილება დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიურ მასალებს აიღებს.