ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 77 პირი იმყოფება.
ამასთან, სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 37 პირია თვითიზოლაციაში. სულ ეპიდზედამხედველობა 1774 მოქალაქეზე დამყარდა.
გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 56 ნიმუში, აქედან ორი იყო რუხში მყოფი კოვიდინფიცირებული პაციენტი. ერთს ვირუსზე კვლავ დადებითი დაუფიქსირდა და გააგრძელებს მკურნალობას. მეორე პაციენტს უარყოფითი პასუხი აქვს და ხელახლა ჩაუტარდება კვლევა და თუ კვლავ არ დაუდასტურდა „კოვიდ-19“, მას კლინიკიდან გაწერენ.