„ანადოლუ“ - თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა
„ანადოლუ“ - თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დუზჯეში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.0 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ სტამბოლშიც იგრძნობოდა.

თურქეთის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს დღეს, დილიდან 18 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. რეგიონში გათიშულია ელექტროენერგია.