ანა ურუშაძის ფილმი „საშიში დედა" ევროპული კინოაკადემიის დაჯილდოების ნომინანტებს შორის მოხვდა
ქართველი რეჟისორის, ანა ურუშაძის „საშიში დედა” ევროპული კინოაკადემიის 2018 წლის დაჯილდოების ნომინანტებს შორის მოხვდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ევროპულმა კინოაკადემიამ წელს 49 რჩეული ფილმი დაასახელა.
ქართველი დებიუტანტი რეჟისორის ნამუშევრის გარდა, სიაში მოხვდნენ ფონ ტრიერის, პავლიკოვსკის, ჩეილანის და სხვა ცნობილი რეჟისორების ფილმები.