ანა მიქელაძე - ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის შესახებ ინფორმაცია პარლამენტში გადაიგზავნება
კანონმდებლობის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში გადაიგზავნება, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარედ არჩეულია რვა ხმით, ხოლო ლადო ბოჟაძემ მიიღო ერთი ხმა. კანონმდებლობის თანახმად, ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში.
დღევანდელ სხდომას თავმჯდომარეობდა ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე. თამარ ჟვანიას კანონდებლობით ჰქონდა სრული უფლება, მიეღო სხდომაში მონაწილეობა, ასევე გამოეყენებინა უფლება, როგორც კომისიის რიგით წევრს, მიეღო კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა. სხვა კანდიდატებთან თანაბარ პირობებში რომ ყოფილიყო, მან უარი განაცხადა და დღევანდელ სხდომაში არ მონაწილეობდა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ
რაც შეეხება გასაჩივრების ვადებს, როგორც მიქელაძემ განმარტა, კანონმდებლობის თანახმად, ცესკო-ს სამართლებრივი აქტი შესაძლებელია, ორი დღის ვადაში გასაჩივრდეს.
ცესკო-ს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს.