შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, თამარ ჟვანია ელოდებოდა, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა
შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, თამარ ჟვანია ელოდებოდა, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა

უნდა დავაფასოთ ის, რომ თამარ ჟვანიამ ძალიან რთული პერიოდი განვლო. გვახსოვს, 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მასზე რა წნეხი, როგორი სიძულვილის ენა იყო გამოყენებული და მის მიმართ პირდაპირ მუქარა მიდიოდა, რასაც მან შეძლო და გაუძლო. პოლიტიკური წნეხი მიდიოდა პარტიებისა და საზოგადოების აქტიური ადამიანების მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ჟვანიამ ცესკოს-თავმჯდომარის მიერ პოსტის დატოვების საკითხზე განაცხადა.

მისი თქმი, თამარ ჟვანიამ წნეხს გაუძლო და დროებით საგამოძიებო კომისიაში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„ადამიანის, ქალის მიმართ დაუნდობელი კამპანია მიმდინარეობდა, მან წნეხს გაუძლო. მან დაასრულა ის ციკლი, რაც საპარლამენტო არჩევნებს შეეხებოდა. როგორც ჩანს, ის ელოდებოდა, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა. მთავარია ერთი რამ – პროცესი, რომელიც არჩევნების შემდეგ იყო, არ დადასტურდა არც ერთი ბრალდება, რომელიც წაყენებული იყო თამარ ჟვანიას მიმართ. მთავარი ბრალდება იყო პარალელური დათვლის შედეგების აცდენა ცესკო-სთან და ვნახეთ, რომ ეს შედეგები იყო ტყუილი. ვნახეთ, რომ „სამართლიანი არჩევნები“, როგორც თამარ ჟვანიას, ასევე საზოგადოებას უმალავდა, რომ მათი შედეგები იყო მცდარი და თამარ ჟვანია ამის გამო იყო პირდაპირი მუქარისა და წნეხის ქვეშ. საგამოძიებო კომისია დასკვნით ეტაპზე გადადის და რაც მოვისმინეთ, ადასტურებს იმას, რომ არანაირი სისტემური ხარვეზი არ ყოფილა, იყო ცალკეული ხარვეზები, რაც აიხსნება იმით, რომ რთული პანდემიური სიტუაცია იყო, ქვეყანა იმყოფებოდა კოვიდპანდემიის მეორე ტალღის პიკზე და ადამიანური ფატტორებით იყო გამოწვეული ბევრი ხარვეზი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა.

დატოვე კომენტარი