ამირან გამყრელიძე - შეზღუდვები თუ მოვუშვით, შესაძლოა, კორონავირუსის მაჩვენებლები იანვრის ბოლოსთვის ხუთი ათასზე ავიდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუსტის რეკომენდაციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული შეზრუდვები იანვრის ბოლომდე გაგრძელდება, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი შემცირდება.
ამასთან, როგორც გამყრელიძე ამბობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, იანვრის ბოლოსთვის კორონავირუსის ახალი შემთხვევა ხუთი ათასი იყოს.
„ამავე დროს, მოგახსენებთ პროგნოზირების მაჩვენებლებს, რომელიც კეთდება ჰელსმეტრიკის ანუ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუსტთან ერთად, ამ ინსტიტუტის რეკომენდაციებით, თუ ჩვენ დაახლოებით ამ ტიპის შეზღუდვებს, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს, გავაგრძელებთ იანვრის ბოლომდე, იანვრის ბოლოსთვის 1 571 ყოველდღიური შემთხვევა გვექნება. ეს შემთხვევების რაოდენობა იქნება, რასაც იჭერს სისტება და რასაც ვერ იჭერს. რასაც დაიჭერს იქნება 800-900, რასაც- ვერა, 600-700. მაგრამ თუ შეზღუდვები მოვუშვით, მაშინ შესაძლოა, მაჩვენებლები იანვრის ბოლოსთვის ხუთი ათასზე ავიდეს.