ამირან გამყრელიძე - ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იმუნიზაციის სერიოზული კვირეული იგეგმება და სამ თვეში მთლიანად გვინდა, მოვიცვათ სასოფლო დასახლებები
ამირან გამყრელიძე - ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იმუნიზაციის სერიოზული კვირეული იგეგმება და სამ თვეში მთლიანად გვინდა, მოვიცვათ სასოფლო დასახლებები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იმუნიზაციის სერიოზული კვირეული იგეგმება.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, თბილისში აცრების მხრივ კარგი მდგომარეობაა, სამიზნე მაჩვენებელში უკვე აცრილია 79 პროცენტია.

„ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება ე.წ. მარათონი, კვირეულები იმუნიზაციის. ჩვენ შედარებით კარგად გვაქვს აცრის მაჩვენებელი თბილისში, 79% სამიზნე მაჩვენებლისა გასული ვართ. მეორე ადგილზე მიდის აჭარა 58%, მესამეზე მიდის რაჭა-ლეჩხუმი 51%. სამწუხაროდ, ყველაზე დაბალი გვაქვს მაჩვენებელი ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. 68 დიდი დასახლებული პუნქტია საქართველოში, სადაც 3 000-ზე ზემოთ არის მოსახლეობა, ეს არ არის ქალაქები, ეს არის ძირითადად სოფლები, მაგალითად რაჭაში, ლეჩხუმში ან სვანეთში 3000-იანი სოფელი არ არის და იქ შევარჩიეთ მხოლოდ ადმინისტრაციული ცენტრები, ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, მესტია და ა.შ. დანარჩენ რეგიონებში ყველგან არის დიდი სოფლები, სადაც 3 000-ზე მეტია ადგილობრივი მოსახლე, ასეთი 68 ავარჩიეთ, რომ ყველა რეგიონი იყოს მოცული და ყალიბდება ახლა ე.წ. ჯგუფები, ვინც იმუშავებენ. ყველგან არის ამბულატორია, ყველგან არის სოფლის ექიმი და ასევე დამატებით თბილისიდან იქნება მობილიზებული მობილური ჯგუფები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, თბილისში ყველაზე მეტი ამცრელი პუნქტია, ახლა ისინი დატვირთული არ არიან და მოხდება მათი გადანაწილება.

„15 ოქტომბერს ვთვლით, რომ დაიწყოს ერთკვირიანი სერიოზული მარათონი, შეჯიბრი სოფლებს შორის. ეს 68 სოფელი მოიცავს დაახლოებით 250 000 მოსახლეს, იქიდან ჩათვალეთ, 25% ბავშვია, ეს გამოაკლდება და სამიზნედ ვიღებთ იგივე 60%-იან მაჩვენებელს, იქიდან ნაწილი აცრილი იქნება. თუ ამან გაამართლა, შემდეგ ჩამოვალ ქვემოთ, ავიღებთ 2 000 ზემოთ სოფლებს, შემდეგ დაბლა, რომ მოვიცვათ. დაახლოებით 3 500 დასახლებული პუნქტია, სადაც ზოგიერთი პუნქტი არის 5-10 ადამიანი ცხოვრობს, ახლა ეს დიდი პრობლემას არ წარმოადგენს. ვფიქრობთ მომავალი სამი თვის განმავლობაში ასეთი მარათონები აქტიურად განხორციელდება. დღეს განვიხილეთ, რომ ძალიან სერიოზული დახმარება იქნება ადგილობრივი ხელისუფლებისგან, ჩართული იქნება თითოეული სოფლის რწმუნებული, თითოეული სოფლის ექიმი, ექთანი და თითოეულ სოფელზე გვეყოლება იმუნიზაციის ოფიცერი, ანუ მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, აგიტატორები, რომლებიც ივლიან კარდაკარ, ყველა ადამიანთან, აუხსნიან სიკეთეს აცრისას და მოიწვევენ ასაცრელ პუნქტებში. იქ იქნება როგორც სტაციონალური, ასევე მობილური ამცრელი პუნქტები.ქნება ჯგუფი, რომელშიც უნდა მოგვეხმაროს გუბერნატორი, მოგვეხმარება მერი, ან მერის მოადგილე რაიონის, სადაც ეს სოფელი შედის, იმ რაიონის რწმუნებული, იმ რაიონის სასწრაფო დახმარება, იმ რაიონის სოციალური სამსახური, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური მთავარი. ყველა სოფელზე ასევე იქნება მიმაგრებული ჰოლდინგის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე გაუწევენ პროცესს მონიტორინგს. იქნება კვირეულები და სამ თვეში მთლიანად გვინდა, მოვიცვათ სასოფლო დასახლებები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი