ამირან გამყრელიძე - გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, თუმცა აქციაზე დაცული უნდა იყოს დისტანცია და ყველას ეკეთოს პირბადე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან. გამყრელიძემ განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა დიდ თავშეყრაზე. მისი თქმით, პოლიტიკური პროცესების დროს მიმდინარე აქციაზე დისტანცია დაცული უნდა იყოს და ასევე ყველას პირბადე უნდა ეკეთოს.
„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ნებისმიერი თავყრილობა, იქნება ეს პოლიტიკური თუ არაპოლირტიკური დიდი თავყრილობები, არის წინააღმდეგ ჩვენება პანდემიის მიდინარეობის პროცესში. ყველა რჩევა, რაც ვთქვი, იქიდან მეოთხე რეკომენდაცია არის სწორედ თავის არიდება დიდი თავყრილობისგან. მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, თუმცა პოლიტიკური პროცესის დროს რეკომენდაციით უნდა შემოვიფარგლოთ, რომ ამ აქციაზე დაცული უნდა იქნას დისტანცია და ყველას ჰქნოდეს პირბადე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.