ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები უკრაინაში ჩატარებულ სწავლებაში მიიღებენ მონაწილეობას
ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები უკრაინაში ჩატარებულ სწავლებაში მიიღებენ მონაწილეობას

ამერიკული F-15C ტიპის ავიაგამანადგურებელი და C-130J სამხედრო თვითმფრინავი უკრაინის სამხედრო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. Clear Sky 2018-ის მრავალეროვნული სწავლება 8-19 ოქტომბერს გაიმართება. მის მიზანს მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება წარმოადგენს.

იანვარში უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელიც სხვა სახელმწიფოებს უფლებას აძლევს, შევიდნენ უკრაინის ტერიტორიზე და მონაწილეობა მიიღონ დაგეგმილ მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში.