დონალდ ტრამპი მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად ბრიტანეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბრიტანეთის პრემიერ-მინსიტრს შეხვდება
გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი და ტერეზა მეი რუსეთზე, ბრექსითსა და ახლო აღმოსავლეთზე იმსჯელებენ. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია სამუშაო სადილი, შემდეგ კი ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. დაგეგმილია შეხვედრა დედოფალ ელისაბედ მეორესთანაც.
დონალდ ტრამპის ვიზიტის გამო, დიდ ბრიტანეთში საპროტესტო აქციები გაიმართება. ბრიტანეთში გამგზავრებამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბრიუსელში განაცხადა, რომ აქციებთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს.
ტრამპი თვლის, რომ ის ბრიტანეთში მოწონთ.