ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი 11 ოქტომბერს მოსკოვში ჩავა
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი 11 ოქტომბერს მოსკოვში ჩავა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნულანდი მოსკოვში მაღალი რანგის თანამდებობის პირებს შეხვდება და მათთან ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობასა და რეგიონულ საკითხებს განიხილავს.
რუსეთიდან ნულანდი ბეირუთსა და ლონდონში გაემგზავრება.