ვიქტორია ​​ნულანდი აცხადებს, რომ რუსეთისთვის გაცემული პასუხი მოიცავდა აშშ-ის შეშფოთებას რუსეთის მიერ მეზობლების სუვერენიტეტის დარღვევის გამო
ვიქტორია ​​ნულანდი აცხადებს, რომ რუსეთისთვის გაცემული პასუხი მოიცავდა აშშ-ის შეშფოთებას რუსეთის მიერ მეზობლების სუვერენიტეტის დარღვევის გამო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ​​ნულანდის განცხადებით, რუსეთისთვის გაცემული პასუხი მოიცავდა აშშ-ის შეშფოთებას რუსეთის მიერ მეზობლების სუვერენიტეტის დარღვევის გამო. ამის შესახებ ნულანდმა ბრიფინგზე განაცხადა.

ნულანდს ჰკითხეს, აშშ-ის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი წერილობითი პასუხი მოიცავდა თუ არა, ნატო-ს პასუხის მსგავსად, მოწოდებას საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან ძალების გაყვანის შესახებ.

„მე არ ჩავუღრმავდები ჩვენი დოკუმენტისა ან ნატო-ს დოკუმენტის ზუსტ ენას, საკმარისია იმის თქმაც, რომ ჩვენს დოკუმენტში უკიდურესად მკაფიოდ არის გამოხატული ჩვენი შეშფოთებები რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით, მათ შორის მის მიერ მეზობლების მიმართ სუვერენიტეტის დარღვევების გამო“, – აღნიშნა ნულანდმა.