ვიქტორია ნულანდი - რუსეთი ემუქრება უსაფრთხოების განუყოფლობას, შეიჭრა საქართველოში, ჰყავს სამხედრო ძალა მოლდოვაში ქვეყნის ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, მოახდინა ყირიმის ანექსია და შეიჭრა დონბასში
ვიქტორია ნულანდი - რუსეთი ემუქრება უსაფრთხოების განუყოფლობას, შეიჭრა საქართველოში, ჰყავს სამხედრო ძალა მოლდოვაში ქვეყნის ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, მოახდინა ყირიმის ანექსია და შეიჭრა დონბასში

უსაფრთხოების განუყოფლობას საფრთხეს უქმნის რუსეთი, რომელიც შეიჭრა საქართველოში, ჰყავს სამხედრო ძალა მოლდოვაში ამ ქვეყნის ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, ასევე მოახდინა ყირიმის ანექსია და შეიჭრა დონბასში, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა რუსულ გამოცემა „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი შეშფოთებულია ამერიკული მხარის სხვადასხვა სახის ქმედებებით, ისევე როგორც აშშ არის შეშფოთებული რუსეთის ქმედებებით, ამიტომ, ნულანდის განცხადებით, საჭიროა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, შეიარაღების კონტროლზე მუშაობა და ომის რისკების შემცირება.

„ჩვენ ყველას გვჯერა უსაფრთხოების განუყოფლობის. ეს გადმოცემულია ყველა ჩვენს ფუნდამენტურ დოკუმენტში. ჩვენი შეშფოთება მდგომარეობს იმაში, რომ სინამდვილეში ეს რუსეთი ემუქრება უსაფრთხოების განუყოფლობას, ეს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, ჰყავს სამხედრო ძალა მოლდოვაში ამ ქვეყნის ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, ასევე მოახდინა ყირიმის ანექსია და შეიჭრა დონბასში”, – განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

ამასთან, ვიქტორია ნულანდმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს დონბასის კონფლიქტის მოგვარების საკითხში მინსკის ხელშეკრულებების შესრულებას და რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს სეპარატისტული რეგიონების სამხედრო დახმარება და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.