2003 წლიდან აშშ-ის მოქალაქეობა საქართველოში დაბადებულმა 11 623 ადამიანმა მიიღო
2003 წლიდან აშშ-ის მოქალაქეობა საქართველოში დაბადებულმა 11 623 ადამიანმა მიიღო

ნატურალიზაციის გზით აშშ-ის მოქალაქეობა 2003 წლიდან საქართველოში დაბადებულმა 11 623 ადამიანმა მიიღო, მათ შორის 4 937 კაცი და 6 683 ქალია.

შესაბამისი მონაცემები აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის საიტზეა გამოქვეყნებული.

აღნიშნული მონაცემებით, ამერიკის მოქალაქეობის მიმღებთა რაოდენობა 2009 წლის შემდეგ გაიზარდა.

თუ 2003-2008 წლებში პასპორტს წელიწადში საშუალოდ 500 მოქალაქე იღებდა, 2009-2016 წლებში ეს რიცხვი 1 076-მდე გაიზარდა.

სტატისტიკაშია მონაცემები შტატების მიხედვითაც – პირველ ადგილზე ნიუ-იორკია, სადაც მოქალაქეობა 3 752 ადამიანმა მიიღო. კალიფორნია კი მეორე ადგილზეა, სადაც 2003-2016 წლებში ამერიკული პასპორტი 2 363 მოქალაქემ აიღო.