ამერიკელი სენატორი FBI-ს ყოფილ ხელმძღვანელს საიდუმლო ინფორმაციის გაცემაში სდებს ბრალს
ამერიკელი სენატორი FBI-ს ყოფილ ხელმძღვანელს საიდუმლო ინფორმაციის გაცემაში სდებს ბრალს. დენრი პოლის განცხადებით, გამოძიების ფედერალური ბიუროს საიდუმლო ინფორმაციას ჯონ ბრენანი შესაძლოა, თანხის სანაცვლოდ წამყვან ტელეკომპანიებს გადასცემს. ამის შესახებ კანონმდებელმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
მისივე თქმით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს, სადაც თეთრი სახლის ლიდერს ჯონ ბრენანისთვის გასაიდუმლოებულ დოკუმენტებთან წვდომის აკრძალვას სთხოვს.
რენდი პოლის ბრალდებამდე ცოტა ხნით ადრე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ბობ გულდატი FBI-ს ყოფილი ხელმძღვანელის გამოკითხვაზე დაბარებას გეგმავს. მიზეზი ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ ჯონ ბრენანის მიკერძოებულობის ხარისხის დადგენაა.