FBI-ის აგენტს ცეკვისას იარაღი დაუვარდა და შემთხვევით მოქალაქე დაჭრა [ვიდეო]

ღამის კლუბში მოცეკვავე FBI-ის აგენტმა შემთხვევით ერთ-ერთი მოქალაქე დაჭრა. ინციდენტი დენვერში მოხდა. როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომელი აკრობატული ილეთის შესრულებას ცდილობდა, როდესაც მას იარაღი დაუვარდა და კლუბის ერთ-ერთი სტუმარი დაჭრა.

როგორც მედია წერს, დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომაროება საგანგაშო არ არის. მას ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული.

მოცეკვავე აგენტის ვიდეო სოციალურ ქსელში მილიონობით ადამიანმა ნახა. დენვერის პოლიციაში განაცხადეს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი ცეკვის მომენტში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.