ამერიკელი სენატორი ალ ფრანკენი სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული ბრალდების საპასუხოდ ბოდიშს იხდის
ამერიკელი სენატორი ალ ფრანკენი სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული ბრალდების საპასუხოდ ბოდიშს იხდის.
რადიოწამყვან ლეან ტვიდენის თქმით, 2006 წელს, როცა ფრანკენი ჯერ კიდევ არ იყო პოლიტიკაში, მას მძინარეს უხამსად შეეხო და გადაღებების დროს ძალით აკოცა.
მიუხედავად იმისა, რომ მინესოტელმა დემოკრატმა ბოდიში მოიხადა, კოცნის ფაქტს ამგვარად ვერ იხსენებს.
„ნამდვილად არ მახსოვს ის რეპეტიციები, თუმცა გულწრფელად ვიხდი ბოდიშს. რაც შეეხება ფოტოს, სადაც ჩანს, როგორ ვეხები მძინარე ლეანს, სპეციალურად დადგმული სასაცილო პოზაა, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს არ უნდა გამეკეთებინა“, – აღნიშნა სენატორმა.
ლიბერალური შეხედულებების მინესოტელი სენატორი ფრანკენი ცნობილია აქტიურობით ქალთა უფლებების დაცვის საკითხებში, როგორებიცაა სექსუალური შევიწროება და აბორტის უფლება.
უნდა გადადგეს თუ არა სენატორი ფრანკენი, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.