ამბროლაურში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს
ამბროლაურში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს.
კონფერენციაზე, რომელიც ამბროლაურის კულტურის სახლში ტარდება, ამბროლაურისა და ონის საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეს, ბიუროს წევრებსა და დელეგატებს აირჩევენ.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ამბროლაურის შემდეგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენცია 23 აპრილს ბათუმში გაიმართება.