კომპანია Amazon-ის ხელმძღვანელმა, ჯეფ ბეზოსმა რობოტი ძაღლი სახელად Spot Mini „გაასეირნა“. ფოტო ბეზოსმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.
რობოტი Amazon-ის ხელმძღვანელმა ტექნოლოგიური კონფერენციის – MARS2018-ის ფარგლებში „გაასერინა“.
Spot Mini 25 კილოგრამს იწონის და 91 სანტიმეტრის სიმაღლისაა. რობოტი ამერიკული კომპანია Boston Dynamics-ის მიერაა შექმნილი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ რობოტს შეუძლია კიბეზე ასვლა, ოფისებში, სახლებსა და ქუჩაში გადაადგილება. „ძაღლს“ ასევე ჭიქის მიტანა და კარის გაღება შეუძლია.