ამაღლების ქუჩაზე ერთი ადამიანი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა
თბილისში ამაღლების ქუჩაზე, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ნამწვით ერთი ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივების განცხადებით, ამაღლების ქუჩაზე მდებარე თონეში მომუშავე ორი ქალი უგონო მდგომარეობაში დღეს დილით იპოვეს. ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილია, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.