ალექსის ციპრასი - კვიპროსისა და საბერძნეთის სუვერენულ უფლებებს ვინც დაარღვევს, ამას თავისი შედეგები ექნება
კვიპროსის მახლობლად თურქეთის მიერ ბუნებრივი აირის ბურღვითი სამუშაობის დადასტურების შემთხვევაში, ევროკავშირი სანქციებზე იმსჯელებს, – ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა,ალექსის ციპრასმა განაცხადა.
ციპრასის თქმით, ვინც კვიპროსისა და საბერძნეთის სუვერენულ უფლებებს, ასევე საერთაშორისო სამართალს დაარღვევს, უნდა იცოდეს, რომ ამ ქმედებას თავისი შედეგები ექნება.
აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ენერგო რესურსების ძიება თურქეთს და კვიპროსს შორის დაძაბულობის საფუძველია. კვიპროსის დასავლეთით, თურქული მბურღავი ხომალდი მაისის შემდეგ არის განთავსებული. კვიპროსის და საბერძნეთის მთავრობებში ამბობენ, რომ თურქეთის გემი კვიპროსის ეკქსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში იმყოფება. ანკარაში კი ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია თურქეთის კონტინენტური შელფის ნაწილია.