ალექსის ციპრასი ქვეყნებს შორის 27-წლიანი უთანხმოების შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიაში პირველად ჩავიდა
ალექსის ციპრასი ქვეყნებს შორის 27-წლიანი უთანხმოების შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიაში პირველად ჩავიდა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი 1991 წლის შემდეგ პირველი ბერძენი პრემიერია, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩავიდა.

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობის მეთაურმა, ზორან ზაევმა კოლეგასთან ბერძენ კოლეგასთან გადაღებული სელფი მიკრობლოგ ტვიტერში გამოაქვეყნა. ფოტო სკოპიეში, პარლამენტის შენობის წინაა გადაღებული.

2018 წლის სექტემბერში მაკედონიაში რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის შედეგების მიხედვითაც, ქვეყანას სახელწოდება შეეცვალა და მას ჩრდილოეთ მაკედონია დაერქვა.27 წლის განმავლობაში საბერძნეთსა და მაკედონიას შორის უთანხმოება სწორედ სახელწოდებასთან იყო დაკავშირებული.