ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხების გამო, საბერძნეთის პრემიერმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა
ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხების გამო, საბერძნეთის პრემიერმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხების გამო, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა 30 ივნისს საბერძნეთის პარლამენტის ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

არჩევნების შედეგმა აჩვენა, რომ ციპრასის სოციალისტური პარტია საბერძნეთის ლიბერალ-კონსერვატიულმა პარტია „ახალმა დემოკრატიამ“ დაამარცხა.

რაც შეეხება იტალიას, ევროპარლამენტის არჩევნებში მმართველი პარტია „ლიგა“ იმარჯვებს, მეორე ადგილისთვის კი „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ და „დემოკრატიული პარტია“ იბრძვიან.

ბოლო მონაცემებით, უნგრეთში მმართველი პარტია „ფიდესი“ დომინირებს. ვიქტორ ორბანის პარტიას 52 პროცენტი აქვს, რაც ევროკავშირში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.