ალექსანდრე ტაბატაძე - წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ პრემიერის ბრძანება მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევებს ეხება, რომელსაც კომისია განიხილავს
ალექსანდრე ტაბატაძე - წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ პრემიერის ბრძანება მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევებს ეხება, რომელსაც კომისია განიხილავს

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ პრემიერ-მინისტრის ბრძანება ეხება მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევებს, რომლებსაც განიხილავს თავდაცვის კოდექსის საფუძველზე შექმნილი კომისია, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.

„აღნიშნული მექანიზმი აქამდეც არსებობდა და ახლა ეს პროცესი, თავდაცვის კოდექსის საფუძველზე, უფრო დაიხვეწა, უფრო გამჭვირვალე და ინკლუზიური გახდა“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

ალექსანდრე ტაბატაძემ მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ეროვნული ინტერესებისათვის დამაზიანებელია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ  ბრძანება 14 აგვისტოს გამოსცა.