ალექსანდრე ტაბატაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
ალექსანდრე ტაბატაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ვინიკოვთან.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე.

„ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე, საპარლამენტო ზედამხედველობაზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობასა და კომიტეტის საქმიანობაზე“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ტაბატაძემ.

შეხვედრას ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი ჟოზეფინ ალბარაზი დაესწრო.