ალექსანდრე ტაბატაძე - მადლობას ვუხდი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებს შეურიგებელი ბრძოლისთვის ისეთი გლობალური საფრთხის წინააღმდეგ, როგორიც ტერორიზმია
მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებს შეურიგებელი ბრძოლისთვის ისეთი გლობალური საფრთხის წინააღმდეგ, როგორიც ტერორიზმია, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამსახურმა მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩაატარა კონტრტერორისტული ოპერაცია და აღკვეთა ტერორისტული აქტების სისრულეში მოყვანა, რითიც წვლილი შეიტანა ადგილობრივი და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„მსგავსი წარმატებული ოპერაცია ხაზს უსვამს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მომზადებისა და კვალიფიკაციის მაღალ დონეს, რომელიც მიღწეულ იქნა როგორც უწყებათაშორის, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო პარტნიორებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მათი მხარდაჭერისთვის და სამომავლოდ წარმატებები ვუსურვო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ქვეყნისა და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში“, – განაცხადა ტაბატაძემ.