ალექსანდრე რაქვიაშვილი - ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ არის რთული შესასრულებელი, თუ დისკუსია გაგრძელდება, მგონი, უკეთესი კანონიც გამოვა
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ არის რთული შესასრულებელი, თუ დისკუსია გაგრძელდება, მგონი, უკეთესი კანონიც გამოვა

ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ არის რთული შესასრულებელი, თუ დისკუსია გაგრძელდება, მგონი, უკეთესი კანონიც გამოვა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. ​

როგორც სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა არ იყო ფართო დისკუსიის შედეგი.

„ახლა, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს, რითაც ეს რეფორმა უნდა ჩატარდეს და მე მგონი ის რეკომენდაციები, რომელიც იყო ნახსენები, გარკვეულწილად მოიხსნება თუ გავაგრძელებთ დისკუსიებს. პუნქტები, რომელიც ეხება ცესკო-ში წარმომადგენლობას, თუ პარტია არ იღებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას, ეს აშკარად კვალია ჩვენი ბოიკოტისა და პოლიტიკური კრიზისის, რომელიც ალბათ ასეთ დოკუმენტში არ უნდა იყოს აღნიშნული. ეს რეკომენდაციები არ არის რთული შესასრულებლად და თუ დისკუსია გაგრძელდება, მგონი უკეთესი კანონიც გამოვა. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რა რეკომენდაციებს შევიმუშავებთ ან რა შენიშვნები გვექნება კანონის მიმართ, თუმცა აუცილებლად ჩავერთვებით ამ კანონზე მუშაობაში, ყველანაირ განხილვებში, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ერთობლივ დასკვნა გამოაქვეყნეს.

საუბარია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ ინიცირებული საარჩევნო კოდექსის ცვლილების პროექტზე, რომელიც ეუთო/ოდირში იყო გადაგზავნილი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საარჩევნო სისტემისა და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება მინიმუმ შემდეგ სამ ელემენტზე უნდა იყოს დაფუძნებული:

„1. ნათელი და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს პასუხობს და ასევე პასუხობს წინასწარ რეკომენდაციებს;

2. კანონმდებლობის მიღება ფართო კონსენსუსისა და ყველა დაინტერესებულ მხარესა და საჯარო კონსულტაციების შემდეგ;

3. პოლიტიკური ვალდებულების აღება, რომ  მსგავსი კანონმდელობა კეთილსინდისიერად განხორციელდეს.