ალაბამას შტატში, ქალაქ ბირმინგემში სროლის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა ათობით ადამიანი
ალაბამას შტატში, ქალაქ ბირმინგემში სროლის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა ათობით ადამიანი

ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ათობით დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით „ბიბისი“ ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტს ორი მამაკაცი და ერთი ქალი ემსხვერპლა, რომლებიც შემთხვევის ადგილზევე დაიღუპნენ. კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ახლა დეტექტივები ცდილობენ, დაადგინონ, მოძრავი ავტომობილიდან ისროლეს თუ დამნაშავე ფეხით გადაადგილდებოდა.

მედიის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურებმა შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოებში რვა ადამიანი გადაიყვანეს, სხვებმა კი სამედიცინო დაწესებულებას დამოუკიდებლად მიმართეს.

პოლიციის ცნობით, სულ მცირე, ოთხი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

სამართალდამცავები ბოროტმოქმედს ამ დრომდე ეძებენ.