უეინ რუნი „ბირმინგემში“ სამჯერ მეტ ხელფასს მიიღებს, ვიდრე გუნდის ყოფილი მწვრთნელი #1TVSPORT
უეინ რუნი „ბირმინგემში“ სამჯერ მეტ ხელფასს მიიღებს, ვიდრე გუნდის ყოფილი მწვრთნელი #1TVSPORT

ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ბირმინგემს“ უახლოეს პერიოდში უენ რუნი ჩაიბარებს და მისი ანაზღაურება ზუსტად სამჯერ მეტი იქნება, ვიდრე ინგლისური კლუბის ყოფილი მთავარი მწვრთნელის ხელფასი იყო.

იუწყებიან, რომ „ბირმინგემი“ ჯონ იუსტასს კვირაში 9 ათას ფუნტ სტერლინგს უხდიდა, უენ რუნის ანაზღაურება კი 29 ათასი ფუნტით განისაზღვრა.

ჩემპიონშიპის მიმდინარე სეზონში „ბირმინგემმა“ 11 მატჩი გამართა, 18 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზეა.